logo
ENG



საერთაშორისოდ სანქცირების მიზეზით მერია რუსულ "მეტროვაგონმაშთან" კონტრაქტს აუქმებს

19 მაი 202319:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/inez6x3ougw200z.jpg

თბილისის მერიის განცხადებით, რუსულ კომპანია "მეტროვაგონმაშთან" დადებული ხელშეკრულების აუქმებს. როგორც მერიაში განმარტავენ, 2023 წლის 19 მაისს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება.

"2021 წლის მარტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია "მეტროვაგონმაში"და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე.

2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და "მეტროვაგონმაშთან" დადებული ხელშეკრულება გაუქმდება", - აცხადებენ მერიაში.


close დახურვა